ფილარმონიასთან საპროტესტო აქცია დასრულდა

ფილარმონიასთან საპროტესტო აქცია დასრულდა

სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმართა არაადამიანური მოპყრობის წინააღმდეგ ფილარმონიის საკონცერტო დარბაზთან გამართული  საპროტესტო აქცია დასრულდა.

აქციის ერთ-ერთი  ორგანიზატორის ლექსო კობაიძის განცხადებით,  აქციები პერმანენტულად გაიმართება, ვიდრე ქვეყანაში არსებული მძიმე ვითარება არ გამოსწორდება და პენიტენციალურ სისტემაში პატიმართა წამებაში მონაწილე ყველა დამნაშავე არ დაისჯება.

ფილარმონიასთან საპროტესტო აქცია ხვალ,  17:00 საათზე განახლდება.