„არ აწამო! იწამე ადამიანი!“ - ფილარმონიასთან აქცია დაიწყო

„არ აწამო! იწამე ადამიანი!“ - ფილარმონიასთან აქცია დაიწყო

ფილარმონიასთან სამოქალაქო საზოგადოებისა და უფლებადამცველების მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია დაიწყო.

აქციის ორგანიზატორებმა საკონცერტო დარბაზის ცენტრალურ შესასვლელთან  ტრანსფარანტი,  წარწერით „არ აწამო!,  იწამე ადამიანი!“ გააკრეს.

 ასევე,  გამოკრულია პლაკატები ბაჩო ახალაიას, ხათუნა კალმახელიძის, დიმიტრი შაშკინის, ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ადეიშვილის გამოსახულებით, რომელსაც აქვს წარწერა - „არ დასჯილან!“

როგორც აქციაზე დამოუკიდებელ სტუდენტთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრე კობაიძემ განაცხადა, აღნიშნული პირები უკლებლივ უნდა დაისაჯონ. 

მისი თქმით, იმისთვის რომ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმი დასრულდეს, აუცილებელია, არჩევნებამდე მშვიდად მისვლა, თუმცა, პროტესტის მუხლის შენარჩუნება. 

„1 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილს გამოვუცხადოთ პროტესტი. ვიყოთ მტკიცედ, ვიყოთ მშვიდად და მუხტი არ დავკარგოთ. ჩვენ უნდა ვიყოთ ერთიანები ამ უსამართლობის წინააღმდეგ“, - განაცხადა კობაიძემ. 

აქციაზე მივიდნენ სასულიერო პირებიც. პოლიტიკოსებიდან ფილარმონიასთან ირაკლი ბათიაშვილი იმყოფება.

უფლებადამცველების და სამოქალაქო საზოგადოების საპროტესტო აქციები უკვე მეექვსე დღეა მიმდინარეობს.