მცხეთის სამხარეო სამმართველოსთან „ქართული ოცნების“ თიანეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზაქარია ქუცნაშვილმა აქცია ჩაატარა და ხმამაღალი განცხადება გააკეთა, რომ ხელისუფლება ივანიშვილის წინააღმდეგ ტელევიზიით მორიგი პროვოკაციული აუდიომასალის დატრიალებას აპირებს
„ჩვენ გვაქვს ზუსტი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხელისუფლებამ დაიქირავა პაროდისტები, ვითომ ბიძინა ივანიშვილი ლანძღვას მის უწმინდესობას. რა ადამიანი უნდა იყო, რომ ივანიშვილის ხმა გააყალბო და უწმინდესზე ილაპარაკო. შესაბამისად, დღეს გვაჩვენებენ კადრებს, სადაც სამების საკათედრო ტაძრის შენებლობასთან დაკავშირებით ლანძღვას მის უწმინდესობას, რაც ფაბრიკაციას წარმოადგენს და არც ხალხი და არც უწმინდესი ამას არ დაიჯერებს“,-განაცხადა ქუცნაშვილმა.