მიხეილ სააკაშვილი  აშშ-ში გაემგზავრა

მიხეილ სააკაშვილი აშშ-ში გაემგზავრა

საქართველოს პრეზიდენტი,  მიხეილ სააკაშვილი დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. ამის შესახებ ინფორმაცია პრეზიდენტის facebook -ის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.

სააკაშვილი  გაეროს გენერალური ასამბლეის 67-ე სესიის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას. სესიის ფარგლებში, დღეს დაგეგმილია მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლა.

„გამოსვლისას, ქვეყნის პრეზიდენტი სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, იმ მიღწევებსა და პრობლემებზე ისაუბრებს, რომლებიც საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ გარდაქმნებს ახლავს თან“, - ნათქვამია  ინფორმაციაში.

ამას გარდა,  მიხეილ სააკაშვილი რამდენიმე მაღალი რანგის შეხვედრასაც გამართავს.