თინა ხიდაშელის საარჩევნო შტაბის წევრი ზაქარია გაგნიაშვილი დააკავეს

თინა ხიდაშელის საარჩევნო შტაბის წევრი ზაქარია გაგნიაშვილი დააკავეს

საგარეჯოს რაიონის სოფელ წყაროსთავში კოალიცია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის თინა ხიდაშელის შტაბის წევრი ზაქარია გაგნიაშვილი დააკავეს.

ხიდაშელის განცხადებით, დაკავება პოლიციის თანამშრომლების მიერ შუაღამის ორ საათზე სოფელში მოხდა. თვითმხილველების თქმით კი, გაგნიაშვილი სამმა პოლიციელმა იძულებით ჩასვა მანქანაში.

„მთელი ღამის განმავლობაში პოლიციის სამი პიკაპი ოფისის გარშემო ტრიალებდა და შტაბის სხვა წევრების დაკავებას ცდილობდა“-აცხადებს „ქართული ოცნება“.

დაკავებულის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.