ეკა ბესელია: ზუგდიდის აქციამ   დაამსხვრია მითი, რომ სამეგრელო სააკაშვილის მხარდამჭერია

ეკა ბესელია: ზუგდიდის აქციამ დაამსხვრია მითი, რომ სამეგრელო სააკაშვილის მხარდამჭერია

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“  ფოთის მაჟორიტარობის დეპუტატობის კანდიდატი,ს ეკა ბესელიას განცხადებით,  კოალიციის ზუგდიდის აქციამ ის მითი დაამსხვრია, რომ სამეგრელო ახალაიების გავლენის ქვეშაა და სააკაშვილის მხარდამჭერია. ამის შესახებ ბესელიამ for.ge -ის პრესკლუბში განაცხადა.

ბესელიას თქმით, ფოთში და ზოგადად საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში საოცარი განწყობა და მოსახლეობის არნახული მობილიზებაა.

„სააკაშვილმა ზუსტად იცის,  რომ მისი ხელისუფლებაში ყოფნის ბოლო დღეებია დარჩენილი, ის ყველაფერზე მიდის, რომ თავისი უგუნური და არაადექვატური ქმედებებით  ამომრჩევლის აქტიურობა შეასუსტოს. ამიტომ ახდენს ფსიქოლოგიურ ზეწოლებს. ასეთი შემთხვევებისთვის,   ცემას, დაშინებას,  შანტაჟს იყენებს. მას ჰქონია, რომ  ამით საზოგადოების განწყობას შეასუსტებს, მაგრამ პირიქით გააძლიერებთ მათ. სააკაშვილმა რაც არ უნდა მოახდინოს ყვითელი ავტობუსებით,  მოსახლეობის მობილიზება და გადაყვან-გადმოყვანა, ასევე ხელოვნურად შექმნილი კადრების გაშვება, მათ კარგად იციან, რომ მათი დროს დასრულდა. პირველი ოქტომბერი ჩვენი გამარჯვების დღე იქნება“, - განაცხადა ბესელიამ.