ჯაბა ჯიშკარიანი:  ბოდიში ბატონ ბიძინასთან, მაგრამ ჩვენ 8 წელი ქუჩაში ვებრძოდით სააკაშვილის რეჟიმს

ჯაბა ჯიშკარიანი: ბოდიში ბატონ ბიძინასთან, მაგრამ ჩვენ 8 წელი ქუჩაში ვებრძოდით სააკაშვილის რეჟიმს

„თავისუფალი საქართველოს“ წევრი, ჯაბა ჯიშკარიანი კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერს, მის წევრებს, ქართულ საზოგადოებას მიმართავს,რომ ხმამაღლა დააფიქსირონ თავისი მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, ის და მისი გუნდის წევრები, რომლებიც რვა წლის განმავლობაში ქუჩაში ებრძოდნენ სააკაშვილის რეჟიმს, არიან თუ არა სააკაშვილის მხარდამჭერები.

„მე არ ვაპირებ თავის მართლებას საზოგადოების წინაშე. საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის უკომპრომისოდ და შეურიგებლად ვინ იყო დაპირისპირებული სააკაშვილთან და მის რეჟიმთან მთელი რვა წლის განმავლობაში. ჩვენ ახალგაზრდები,  არა თუ ვიბრძოდით და აქციებში ვმონაწილეობდით, არამედ ყოველთვის ბრძოლის ავანგარდში ვიყავით. ის გუნდი, რომელიც დღეს ჩვენს წინააღმდეგ ისვრის ტალახს, სწორედ სააკაშვილის რეჟიმს აფინანსებდა, სწორედ  იმ გუნდის წევრები- რესპუბლიკელები, თუ ერთი წლის წინ გამოჩეკილი ადამიანები, ჩემი და ჩემი გუნდის წევრების დაკავების და დაჭერის  სანქციების გაცემით იყვნენ  დაკავებულნი“,-აცხადებს ჯიშკარიანი.

„თავისუფალი საქართველოს“  წევრის განცხადებით, დღეს აღარ არის კონფრონტაციის დრო, ეს ყველაფერი სააკაშვილის წისქვილზე ასხამს წყალს და ეს თუ ახალგაზრდებს ესმით, მამის თაობასაც უნდა ესმოდეს, „თავისუფალმა საქართველომ“ კი ეს კანდიდატურების მოხსნით უკვე დაამტკიცა.

„ ჩვენმა პარტიამ არაერთხელ გამოთქვა ეს მოსაზრება და ხმამაღლაც განაცხადა ამის შესახებ, მეტიც ჩვენ საქმითაც დავამტკიცეთ და კანდიდატურებიც მოვხსენით პარტიამ დაამტკიცა, რომ ის საზოგადოების ინტერესებს ემსახურება და არა თავისას. ჩვენ არ მოვხსნიდით ჩვენს კანდიდატურებს და კარგადაც ვიქნებოდით მოწყობილები, როგორც ქრისტიან-დემოკრატები. ჩვენ არც ჩვენი ელექტორატი არ უნდა დავკარგოთ და არც „ქართული ოცნების“ ელექტორატი არ უნდა დაიკარგოს. ერთმანეთს უნდა მივამატოთ და ერთხელ და სამუდამოდ დავამთავროთ სააკაშვილი და მისი რეჟიმი“,-განაცხადა „თავისუფალი საქართველოს“ წევრმა.

ჯიშკარიანმა მოუწოდა ზაზა პაპუაშვილს, გუბაზ სანიკიძეს, ყველას ვისაც სინდისი შერჩენია,  ყველა იმ ადამიანს ვინც თვლის, რომ ისინი არ თამაშობენ  სააკაშვილის თამაშს, გამოვიდნენ ეს ხმამაღლა აღიარონ.

„ჩემი გუნდის ნებისმიერმა  წევრმა ჩემს თანამებრძოლზე, რომელთან ერთადაც 6-7 წლის განმავლობაში  ქუჩაში ვიდექი, გაზი მიყლაპია, ხელკეტს მირტყამდნენ, ცოტა ისეთი განცხადება გააკეთოს, მე პირადად სინდისი შემაწუხებდა და აუცილებლად ვიტყოდი, რასაც ვფიქრობდი“,-განაცხადა ჯიშკარიანმა.

ჯიშკარიანის განმარტებით, თუ რვა წლის განმავლობაში ისინი არ გაყიდულან, ამ ერთი წლის განმავლობაში რატომ მიეყიდებოდნენ  სააკაშვილის რეჟიმს.

„ეხლა სიჩუმის დრო არ არის! საქართველში არასოდეს არ შევეგუები სიცრუეს, რომელიც იარსებებს. ჩვენ ფულის გულისთვის არასოდეს გავჩერდებით, რადგან ჩვენთვის პრიოტიტეტულია ბრძოლა და ის სიმართლე, რასაც წლების განმავლობაში ვემსახურებით, დიდი ბოდიში ბატონ ბიძინასთან და ვიღაცეებთანაც, მაგრამ თუ ვიღაცეები ერთი წლის წინ გამოჩნდნენ, ჩვენ 8 წელი ვებრძოდით ამ რეჟიმს და ერთ წელიწადში რატომ გავიყიდებოდით. ეს აზრი საზოგადოებას უნდა დაებადოს, რადგან ლოგიკურია“,-განაცხადა ჯაბა