გიორგი ტუღუში: ციხეებში წამების და ღირსების შემლახავ სხვა მეთოდებსაც იყენებდნენ

გიორგი ტუღუში: ციხეებში წამების და ღირსების შემლახავ სხვა მეთოდებსაც იყენებდნენ

"სასჯელაღსრულების სისტემაში  წამების, სასტიკი და ღირსების შემლახავი მოპყრობის სხვა მეთოდებსაც იყენებდნენ“, - ამის შესახებ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრმა გიორგი ტუღუშმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებათან საუბარში განაცხადა.

მისი თქმით, ბოლო დღეებში, რაც მინისტრის თანამდებობა დაიკავა, ყველა იმ ფაქტის შესწავლა დაიწყო, რომელსაც შესაძლოა, ციხეებში ჰქონოდა ადგილი. ამ შესწავლის პროცესში კი იმ საზარელი კადრებისა, რომელიც ბოლო დღეებში გამოაშკარავდა, მისი თქმით, აღმოჩნდა, რომ ციხეებში წამების სხვა მეთოდებსაც იყენებდნენ.

„აღნიშნულთან დაკავშირებით გარკვეული მტკიცებულებებიც უკვე მოპოვებულია. ასევე, სამინისტრო ინფორმირებულია დანაშაულში მონაწილები პირების შესახებ“, - განაცხადა მან.

ტუღუშმა მედიასაშუალებებს კიდევ ერთხელ მოუწოდა თავი შეიკავონ წამების ამსახველი კადრების გავრცელებისგან და დასძინა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ვინმეს მსგავსი ვიდეომასალა გააჩნია, მთავარ პროკურატურას ან სასჯელაღსრულების სამინისტროს მიაწოდოს.