„თავისუფალი საქართველოს“ წევრმა გელა კეტაშვილმა ნუკრი ქანთარიას სასარგებლოდ კანდიდატურა მოსხნა

„თავისუფალი საქართველოს“ წევრმა გელა კეტაშვილმა ნუკრი ქანთარიას სასარგებლოდ კანდიდატურა მოსხნა

პარტია „თავისუფალი საქართველოს“  ისნის მაჟორიტარობის კანდიდატმა გელა კეტაშვილმა პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“  სასარგებლოდ კანდიდატურა მოხსნა.  ამის შესახებ,   პარტიის ლიდერმა კახა კუკავამ და გელა კეტაშვილმა დღეს for.ge -ის პრესკლუბში განაცხადეს.

„მივიღე გადაწყვეტილება, რომლიც პარტიის წარმომადგენლებთან შეთანხმებულია. ვხსნი ჩემს კანდიდატუარს ისნის რაიონში კოალიცია „ქართული ოცნების“ და ქართველი საზოგადოების სასარგებლოდ“, - განაცხადა კეტაშვილმა.

ცნობისთვის, პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“   მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ისანში ნუკრი ქანთარიაა.