მიხეილ სააკაშვილი: გარემტრის ფეხის ხმას აყოლილი ადგილობრივი ელემენტების ჩანაფიქრის დასანახად, ერთი კვირა დარჩა

მიხეილ სააკაშვილი: გარემტრის ფეხის ხმას აყოლილი ადგილობრივი ელემენტების ჩანაფიქრის დასანახად, ერთი კვირა დარჩა

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ხელისუფლება ყველა ნაკლოვანებაზე, დანაშაულსა და  უბედურებაზე რეაგირებს, რაც შეიძლება  სხვადასხვა სისტემაში მოხდეს.

მისი თქმით, ქვეყანამ ახლა სამშვიდობოზე გამოსვლა დაიწყო და აღნიშნა, რომ „ახლა დავიწყეთ აღმშენებლობა, ახლა გაჩნდა ახალი სამუშაო ადგილები“.

პრეზიდენტის თქმითვე, ერთი კვირა დაგვრჩა იმისათვის, რომ საბოლოოდ,  ყველამ გარემტრის ფეხის ხმას აყოლილი ადგილობრივი ელემენტების ჩანაფიქრი დაინახოს.

„ჩვენ საარჩევნო კამპანიის ერთი კვირა დაგვრჩა და ერთი კვირა იმისათვის, რომ საბოლოოდ ყველამ დაინახოს,  რა იყო ჩვენი გარემტრის ფეხის ხმას აყოლილი ადგილობრივი ელემენტების ჩანაფიქრი, რომ თავგზა აებნიათ ჩვენი ხალხისთვის, მაგრამ ჩვენი ხალხი არის ძალიან ბრძენი, ძალიან გამბედავი და ჩვენი ხალხი გაიმარჯვებს. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვრეაგირებთ ყველა ნაკლოვანებაზე, დანაშაულზე, უბედურებაზე რაც შეიძლება მოხდეს ჩვენს სხვადასხვა სისტემაში. ახლა დავიწყეთ გამოსვლა სამშვიდობოზე, ახლა დავიწყეთ აღმშენებლობა, ახლა გაჩნდა ახალი სამუშაო ადგილები. ავაშენეთ ახალი საავადმყოფოები, ყველგან რაღაცა დაიძრა საქართველოში და ეს არის მათი ბოლო შანსი, რომ ეს შეაჩერონ, მაგრამ ვერავინ ვერაფერს ვერ შეაჩერებს“, - განაცხადა სააკაშვილმა ფონიჭალაში მოსახლეობასთან შეხვედრისას.