„უფლებადამცველთა გაერთიანება“ ხელისუფლების მიერ ეკლესიის წინააღმდეგ ჩადენილ ქმედებებზე საუბრობს

„უფლებადამცველთა გაერთიანება“ ხელისუფლების მიერ ეკლესიის წინააღმდეგ ჩადენილ ქმედებებზე საუბრობს

"უფლებადამცველთა გაერთიანებამ“ ეკლესიის წინააღმდეგ ხელისუფლების მიერ ჩადენილი ქმედებები წარადგინა, რომელიც 2003-2012 წლამდე პერიოდს მოიცავს.

ანგარიშის პრეზენტაცია დღევანდელ პრესკონფერენციაზე „უფლებადამცველთა გაერთიანების“ ხელძღვანელმა ნიკოლოზ მჟავანაძემ და თეოლოგმა და ჟურნალისტმა ლაშა ცაიშვილმა წარმოადგინეს.

ნიკოლოზ მჟვანაძის განმარტებით, მათ მიერ ხელისუფლების მიერ ჩადენილი დადასტურებული 25 ფაქტია  მოპოვებული.

მჟავანაძის თქმით, ერთ-ერთ ერთი დანაშული 2006 წლის 2 ივლისს დმანისის ეპარქიაში მოხდა. ამ დღეს ღვთისმშობლის შობის მამათა მონასტერში შსს-ს 30-მდე შიარაღებული თანამშრომელი შესაბამისი ორდერის გარეშე დამნაშავის ძებნის მოტივით შეიჭრა. მისივე თქმით, მათ მთელი მონასტერი გაჩხრიკეს. დამნაშავე კი ვერ იპოვეს და მონასტრის ტერიტორია დატოვეს.

უფლებადამცველი 2007 წელს ბათუმში, ფერიას მთაზე მომხდარ ფატქზეც საუბრობს.  მჟავანაძე აცხადებს, რომ ადგილობრივი ხელისუფლების მონაწილეობით, გაბრიელ განდეგილის სახელობის მშენებარე ტაძარი დაანგრიეს.

„ამ პროცესებში აქტიურად მონაწილეობდა ხელვაჩაურის გამგებელი. დანგრევის მიზეზად ხელისუფლების მიერ შექმნილი პროექტი დასახელდა, რომელიც აღნიშნულ ტერიტორიაზე ტაძრის არსებობას არ ითვალისწინებდა“ - განაცხადა მჟავანაძემ.

როგორც ლაშა ცაიშვილმა აღნიშნა, დღევანდელი ხელისუფლება დაუფარავად ებრძვის ეკლესიას - ერთი ხელით გარკვეულ ნაგებობებს რესტავრაციას უტარებს, მეორე ხელით კი, ცდილობს ძირი გამოუთხაროს მართლმადიდებელ ეკლესიას.

„მინდა აქვე შევეხო ყოფილ სახალხო დამცველ გიორგი ტუღუშს, რომელსაც მართლმადიდებლების უფლებადარღვევებთან დაკავშირებით უამრავი ფაქტები წარვუდგინე, მაგრამ მან ყველა ფაქტზე თვალი დახუჭა“, - განაცხადა ცაიშვილმა და აღნიშნა, რომ ის მუდმივად ცდილობდა ყველას წინაშე მართლმადიდებლები გამოეყვანა დამნაშავედ.

„უფლებადამცველთა გაერთიანების“ წარმომადგენლები საზოგადოებას მოუწოდებენ, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, კარგად გაერკვნენ და სწორი არჩევანი გააკეთონ.