კახა ლომაია: პრეზიდენტი გაეროში დემოკრატიული განვითარების გზაზე მიღწეულ პროგრესზე ისაუბრებს

კახა ლომაია: პრეზიდენტი გაეროში დემოკრატიული განვითარების გზაზე მიღწეულ პროგრესზე ისაუბრებს

გაერო-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელის  კახა ლომაიას განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით  გამოსვლისას სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, იმ მიღწევებსა და პრობლემებზეც ისაუბრებს, რომელიც საქართველოში დემოკრატიულ გარდაქმნებს ახლავს.

მისი თქმით, პრეზიდენტი, აღნიშნული გარდაქმნების ორივე ასპექტზე ისაუბრებს.

„ასამბლეა ძირითად აქცენტს რეგიონულ კონფლიქტებსა და ახლო აღმოსავლეთში შექმნილ ვითარებაზე გააკეთებს, განხილვის თემა კავკასიის რეგიონიც იქნება. გაერო-ს განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს სომხეთ-აზერბაიჯანს შორის გამწვავებული ვითარება და რუსეთში, ჩრდილოეთ კავკასიაში დაძაბული ვითარებაც“-აღნიშნა ლომაიამ.

გაერო-ს 67-ე გენერალური ასამბლეა ნიუ-იორკში, რომელზეც  საქართველოს პრეზიდენტი გამოვა დღეს გაიხსნება. სააკაშვილის გამოსვლა კი შუადღისას არის დაგეგმილი.