საპატრულო პოლიციამ კოლმეურნეობის მოედანი დატოვა

საპატრულო პოლიციამ კოლმეურნეობის მოედანი დატოვა

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა კოლმეურნეობის მოედანზე არსებული სკვერი რამდენიმე წუთის წინ სრულად დატოვეს. ისინი სხვადასხვა მსუბუქ ავტომანქანებში გადანაწილდნენ და ტერიტორიიდან წავიდნენ.

1 საათის წინ სკვერი პოლიციელებით თითქმის სავსე იყო. ისინი ორი ავტობუსით და რამდენიმე მიკროავტობუსით იყვნენ მისული და რეზინის ხელკეტებით იყვნენ აღჭურვილნი.