„დემოკრატიული მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთა საქართველოს ციხეებში მსჯავრდებულთა წამებას გმობს

„დემოკრატიული მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთა საქართველოს ციხეებში მსჯავრდებულთა წამებას გმობს

"დემოკრატიული მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთა საქართველოს ციხეებში მსჯავრდებულთა წამებას გმობს, ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაცია გნცხადებას ავრცელებს, რომელსაც From.ge უცვლელად გთავაზობთ.

 „ „დემოკრატიული მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს წამების შედეგად დაღუპული ასობით პატიმრის გამო და სამძიმარს უცხადებს მათი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. ჩვენ ასევე თანადგომასა და თანაგრძნობას უცხადებთ ყველა პატიმარს და მათი ოჯახის წევრებს, რომლებიც გახდნენ არსებული ძალადობრივი რეჟიმის არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლნი.

ქვეყნის პენიტენციალურ სისტემაში ჩამოყალიბებული არანორმალური ვითარება - პატიმრების ცემა, წამება, ფსიქოლოგიური ზეწოლა, სექსუალური ძალადობა და ა.შ. - უკვე დიდი ხანია ცნობილია. რამდენიმე დღის წინ მედიასაშუალებებით გავრცელებული ამ საზარელი ფაქტების დამამტკიცებელი ვიდეომასალის ხილვამ გამოიწვია საზოგადოების ადექვატური აღშფოთება და ახალგაზრდების საპროტესტო აქციები, რომლებიც უკვე ერთი კვირაა მთელი საქართველოს მაშტაბით მიმდინარეობს. 

„დემოკრატიული მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთა სოლიდარობას უცხადებს სტუდენტთა მშვიდობიან პროტესტს და მოითხოვს ძალადობრივი პენიტენციალური სისტემის ყველა შემოქმედისა და პატიმართა წამების მონაწილე უკლებლივ ყველა პასუხისმგებელი პირის დასჯას კანონის სრული სიმკაცრით.

„დემოკრატიული მოძრაობის“ ახლაგაზრდული ფრთის წევრები აქციების მონაწილე თანატოლებს სიფრთხილისაკენ მოგიწოდებთ, ვინაიდან ჩვენ კარგად ვიცით თუ რაზეა წამსვლელი არსებული რეჟიმი ხელისუფლების შესანარჩუნებლად. ჩვენ ეს საკუთარ თავზე, „დემოკრატიული მოძრაობის“ დაარსების დღიდან, არაერთხელ გვაქვს გამოცდილი. ათეულობით ჩვენი თანამოაზრე და თანაპარტიელი მოგონილი ბრალდებებით ხელისუფლებას დღემდე დაპატიმრებული ჰყავს და მათი უმრავლესობა უკანონოდ, სწორედ გლდანის მერვე საპყრობილეში იმყოფება.

იმედს ვიტოვებთ, რომ ყველანი ერთად, მშვიდობიანად მოვახერხებთ არსებული სამართლიანი საპროტესტო მუხტის არჩევნების დღემდე - 1 ოქტომბრამდე მიტანას და  მოძალადე რეჟიმის ქვეყნისათვის მოშორებას“ მათქვამია მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.