აქციის ორგანიზატორების განცხადებით, ხელისუფლება მათ აქციებზე აგენტებს გზავნის

აქციის ორგანიზატორების განცხადებით, ხელისუფლება მათ აქციებზე აგენტებს გზავნის

სასჯელაღსრულების დაწესებულებებში წამების წინააღმდეგ ფილარმონიასთან მიმდინარე აქციის ორგანიზატორების განცხადებით, ხელისუფლება მათ აქციებზე აგენტებს გზავნის.

მათი თქმით, აგენტები აქციის მონაწილეების დეზინფორმაციას ცდილობენ და ფოტო/ვიდეო გადაღებას აწარმოებენ.

არასამთავრობორ ორგანიზია „არას“ ხელმძღვანელმა ლევან ჩიტაძემ აქციის ორგანიზატორებს ერთ ერთი აგენტის ფოტოც უჩვენა, რომელსაც „მერაბიშვილის თვალი აწერია“.

ჩიტაძის თქმით, სტუდენტები, რომლებიც იუსტიციის სამინისტროსაკენ მოემართებიან, მსვლელობით ფილარმონიისაკენ გადმოინაცვლებენ.