რობი უილიამსმა ახალშობილი ქალიშვილის პირველი ფოტო გაავრცელა(VIDEO)

რობი უილიამსმა ახალშობილი ქალიშვილის პირველი ფოტო გაავრცელა(VIDEO)

რობი უილიამსმა ახალშობილი ქალიშვილის პირველი ფოტო გაავრცელა. 38 წლის მსახიობი, რომელიც პირველად გახდა მამა, ამბობს რომ გოგონას მოვლა უკვე აიღო საკუთარ თავზე და საფენებიც კი გამოუცვალა.

ფოტოზე ბედნიერ მამას ბავშვი გულზე ჰყავს მიწვენილი, პატარა თეოდორა როუზი, იგივე ტედი, მშვიდი და ლამაზი ბავშვია.

შეგახსენებთ, ცნობილი ბრიტანელი მომღერალი რობი უილიამსი მამა გუშინწინ გახდა. ლოს ანჟელესის, ერთ-ერთ, სამშობიაროში რობისა და მის მეუღლეს, მსახიობ აიდა ფილდს ქალიშვილი ეყოლათ. გოგონა 3,25 კილოგრამს იწონის. მშობლებმა მას სახელი თეოდორა როზა დაბადებამდე შეურჩიეს. მომღერალმა ადრევე აღნიშნა, რომ სურდა ბავშვისთვის რამე ტრადიციული სახელი დაერქმია და არა გამოგონილი, როგორც ამას სხვა ცნობილი ვარსკვლავები აკეთებენ.

ამჟამად რობი და მისი მეუღლე ბევერლი ჰილზზე ცხოვრობენ, თუმცა „ახალგამომცხვარ“ მამას უნდა ბავშვი ნამდვილ ბრიტანულ სულს ატარებდეს და მის გაზრდას სამშობლოში აპირებს.