აქციის ორგანიზატორები საზოგადოებას  ბრძოლისა და შემართებისკენ მოუწოდებენ

აქციის ორგანიზატორები საზოგადოებას ბრძოლისა და შემართებისკენ მოუწოდებენ

„იყავით მზად უფრო დიდი ბრძოლისთვის, უფრო დიდი შემართებით“, - ამის შესახებ ფილარმონიასთან მიმდინარე აქციის ორგანიზატორები მოსახლეობას მიმართავენ.

მათი განცხადებით, ასეთი ტემპერატურას 1 ოქტომბრამდე შეინარჩუნებენ და სამოქალაქო სექტორის აქციებს საპარლამენტო არჩევნებამდე ყოველდღე 17:00 საათზე გამართავენ.

აქციის ორგანიზატორების თქმით, მათ აქვთ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები  ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასაც კი აპირებენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ ისინი არჩევნებამდე აუცილებლად მივლენ და ამ ბრძოლაში ხელისუფლებას დაამარცხებენ.

აქციის ერთ ერთი ორგანიზატორის დათო გოგიშვილის განცხადებით, ქვეყანაში  სამოქალაქო დაპირისპირების ავტორი და ხელშემწყობი მიხეილ სააკაშვილია.

„ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ თუ კი ქართველები ერთმანეთს დავუპირისპირდით, სააკაშვილი კანონის წინაშე პასუხს აგებს. სრული პოლიტიკური, მორალური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა მას დაეკისრება“, - განაცხადა გოგიშვილმა.