„ბი-ბი-სი“ ემი ვაინჰაუზის სიმღერების ახალ კოლექციას ქმნის (VIDEO)

„ბი-ბი-სი“ ემი ვაინჰაუზის სიმღერების ახალ კოლექციას ქმნის (VIDEO)

27 წლის ასაკში გარდაცვლილი ინგლისელი მომღერლის ემი ვაინჰაუზის საუკეთესო სიმღერების კრებული, რომელიც ბრიტანულმა ტელერადიოკომპანია „ბი-ბი-სიმ“  შეადგინა, სულ მალე CD და DVD დისკებზე გამოვა.

კოლექცია,  4 დისკისგან შემდგარი კომპლექტია, სახელწოდებით „Amy Winehouse At The BBC“. გაყიდვაში ის, 12 ნოემბრიდან გამოვა.

კომპლექტში შესული პირველი დისკი საკუთარი გადაცემების არქივის მიხედვით,  ცნობილმა მუსიკოსმა და „ბი-ბი-სის“ ტელეწამყვანმა ჯულზ ჰოლანდმა შექმნა. დისკში საერთო ჯამში მან ემის ვაინჰაუზის 10 საკონცერტო გამოსვლას მოუყარა თავი.

კომპლექტის მეორე დისკი 2004-2009 წლებში,  მომღერალის მიერ „ბი-ბი-სის“ ეთერში ცოცხლად შესრულებული 14 აუდიოჩანაწერისგანაა შემდგარი. მესამე დისკზე მოცემულია „ბი-ბი-სის“ მიერ გადაღებული მომღერლის, ერთ-ერთი, ლონდონური კონცერტი.

რაც შეეხება, მეოთხე დისკს, ეს არის დოკუმენტური ფილმი, რომელშიც თავმოყრილია ემის, ინტერვიუები, კონცერტები და ვიდეოკლიპები. ფილმის სახელწოდებაა, - Amy Winehouse – The Day She Came to Dingle.“