კასპში  „ქართული ოცნების“ აქტივისტი ცემეს

კასპში „ქართული ოცნების“ აქტივისტი ცემეს

„ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების მიერ ბოლო ორი დღე ღამის განმავლობაში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ აქტივისტებზე განხორციელებული ძალადობის ფაქტები სულ უფრო აქტიურ ფორმებს იძენს.

 თავდასხმის კიდევ ერთ ფაქტს ადგილი ამჯერად კასპში ჰქონდა. „ქართული ოცნების“ აქტივისტების განცხადებით, ისინი შტაბის ოფისიდან სახლში ბრუნდებოდნენ, როდესაც სამარშრუტო ტაქსების გაჩერებაზე მათ „ნაციონალების“ აქტივისტები თავს დაესხნენ და სიტყვიერი შეურაცხყოფის შემდე,გ ფიზიკურ შეურაცხყოფაზე გადავიდნენ.

„ჩვენი აზრით ეს პოლიტიკური დაპირისპირებაა, რადგან სხვა რამეს უბრალოდ ვერ მივაწერთ. რაც უფრო მცირდება საარჩევნო დღეები, მით უფრო მატულობს აგრესია და პროვოკაციები „ნაციონალების“ მხრიდან“,-აცხადებენ “ქართული ოცნების“ შტაბის წევრები.