ბოლნისში საპროტესტო აქციას სასულიერო პირებიც შეუერთდნენ

ბოლნისში საპროტესტო აქციას სასულიერო პირებიც შეუერთდნენ

ბოლნისში პატიმართა წამების ფაქტებზე კიდევ ერთი საპროტესტო აქცია გაიმართა. „ჩვენ აუცილებლად გავაპროტესტებთ იმ ძალადობასა და ტერორს, რაც მოქმედი ხელისუფლების მხრიდან საქართველოში ტრიალებს“,-აცხადებენ აქციის მონაწილენი.

აქციას ეკლესიის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.

„ჩვენ ყველამ ვიხილეთ ის, როგორ თხრიდა ეს ეგრეთ წოდებული ხელისუფლება ორმოს საკუთარი ხალხისთვის. დღეს ყველამ ერთხმად ვიხილეთ უფლის მართლმსაჯულება თავისსავე გათხრილ ორმოში. ჩვენ მათ ქრისტესმიერი სიყვარულით შევაგონებთ, თუ ისინი კიდევ გააგრძელებენ ამ ორმოს გათხრას, ისინი კიდევ უფრო ღრმად აღმოჩნდებიან. თუ ისინი კიდევ ღრმად გათხრიან ამ ორმოს, ისინი ჯოჯოხეთამდე ჩავლენ. შეიძლება ერთი-ორი წელი გქონდეს ძალაუფლება ხელში ჩაგდებული, მაგრამ მუდმივად ვერ გექნება. ქართველმა ერმა თავის დებთან და ძმებთან ერთად, სომხებთან და აზერბაიჯანლებთან ერთად, ერთობლივად უნდა მოიპოვოს თავისუფლება“,-აცხადებენ სასულიერო წარმომადგენლები.