ბიძინა ივანიშვილი:  შსს-ს მიერ, გავრცელებული  კადრები სიცრუე და შეთითხნილია

ბიძინა ივანიშვილი: შსს-ს მიერ, გავრცელებული კადრები სიცრუე და შეთითხნილია

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“  ლიდერის  ბიძინა ივანიშვილის შეფასებით,  შსს-ს მიერ,  დღეს გავრცელებული  კადრები სიცრუე და შეთითხნილია.  ამის შესახებ,  ივანიშვილმა დღეს,  სამტრედიის მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ,  ჟურნალისტებს განუცხადა.

„რაღაც შეთითხნილია, რაღაცას მაიმუნობენ. ამბობდნენ, რომ რაღაცეები აქვთ. აბსოლუტურად მოგონილია. არ ყოფილა ეს და არც ასეთი შემთხვევა,  რომ ჩვენ ვინმეს მოსყიდვაზე გვეზრუნა. ეს ჩვენს იდეოლოგიაში არ ყოფილა და არც ამის მსგავსი რამე. ეს არის სიცრუე. ჩემს ძმისშვილის, ჩვენი გუნდის წევრს თუ ახლობელს მსგავი, რომ განეხორციელებინა, ეს ცენტრიდან უნდა წამოსულიყო. მსგავსი არაფერი ყოფილა. ეს ამათი მოგონილია და ამის უკვე არავის სჯერა. ეს სიცრუე ისევ უკან დაუბრუნდებათ და ხალხის აღშფოთებას გამოიწვევს“, - განაცხადა ივანიშვილმა.

ცნობისთვის, შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად,  სამართალდამცველებმა პოლიციელების მოსყიდვასა და მის მცდელობაში „ქართული ოცნების“  წევრები,  მათ შორის, ივანიშვილის ძმისშვილი დაადანაშაულეს.