„სისტემა უნდა დაინგრეს!“-ქართველი მუსიკოსების საპროტესტო აქცია კონცერტი(VIDEO)

„სისტემა უნდა დაინგრეს!“-ქართველი მუსიკოსების საპროტესტო აქცია კონცერტი(VIDEO)

დღეს, 6 საათზე, აქციის მონაწილე სტუდენტებს, უნივერსიტეტის ეზოში შეუერთდებიან მუსიკოსები, რომლებიც გამართავენ აქციას „სისტემა უნდა დაინგრეს!“

კონცერტში მონაწილეობენ ვიდეორგოლის „სისტემა უნდა დაინგრეს“ ავტორები: სერგი გვარჯალაძე, Landmark, Kung Fu Junkie, Me and My Monkey, Dreamsouz, Svansikh, Max Machaidze, kazyy Jazz, ჯერონიმო, ერეკლე დეისაძე.

მუსიკოსები მოუწოდებენ ყველა მუსიკოსს, ვისაც ვეყანაში მიმდინარე მოვლენები აღელვებს, შემოუერთდეს საპროტესტო აქცია კონცერტს  „სისტემა უნდა დაინგრეს!“

„სისტემა უნდა დაინგრეს” - ასე ჰქვია რამდენიმე დღის წინ შექმნილ ვიდეოკლიპს, რომელიც ქართველმა  მუსიკოსებმა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებმა არსებული ძალადობრივი სისტემის წინააღმდეგ შექმნეს.  ისინი პატიმრების წამებას შემდეგი სიტყვებით აპროტესტებენ:

„იმას რაც ციხეში მოხდა

არ უშველის ბოდიშის მოხდა

მთელი მსოფლიო გაიგებს

სისტემა უნდა დაინგრეს!!!“

ვიდეოკლიპი ათასობით ადამიანმა უკვე მოისმინა და სოციალური ქსელის ასობით  მომხმარებელმა უკვე გაიზიარა. სიმღერა სერგი გვარჯალაძის, გიორგი ასანიშვილისა და ნაჯა ორაშვილის პროდიუსერობით  სტუდიაში „ქართულ ჩანაწერებში“ ერთ დღეში ჩაიწერა.