გოგა ხაინდრავა: სოდ-ის ჯგუფების ავტომობილები მას შემდეგ მიიმალნენ, რაც ჩემი დაკავების შესახებ ინფორმაცია გახმაურდა

გოგა ხაინდრავა: სოდ-ის ჯგუფების ავტომობილები მას შემდეგ მიიმალნენ, რაც ჩემი დაკავების შესახებ ინფორმაცია გახმაურდა

გოგა ხაინდრავას სახლთან ამ დროისათვის სამართალდამცველების ავტომობილები აღარ დგანან.

ამომრჩეველთა ლიგის“ ერთ ერთი ლიდერის, გოგა ხაინდრავას განმარტებით, მის სახლთან მობილიზებული სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ჯგუფების ავტომობილები მას შემდეგ მიიმალნენ, რაც მის სახლთან მედიის წარმომადგენლები გამოჩნდნენ და გახმაურდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, სავარაუდოდ, მისი დაკავება იგეგმებოდა.

გოგა ხაინდრავამ აღნიშნა, რომ ავტომობილებით თვალთვალი მის მიმართ ყოველთვის იყო, თუმცა გუშინ საღამოს მან შეამჩნია, რომ სამი ავტომობილი ფილარმონიიდან აეკიდა. მისი თქმით, ხელისუფლებას მისი დაკავება იმიტომ სურს, რომ აბრალებს თამაზაშვილთან ერთად პატიმართა წამების გეგმებში მონაწილეობას და აღნიშნა, რომ თამაზ თამაზაშვილს საერთოდ არც შევხვედრია.

„ერთხელ მყავს ტელევიზორში ნანახი და ძალიან კარგი ადამიანია. ხელისუფლებას უნდა, რომ ის საზიზღრობები, რომლებიც სააკაშვილმა, მერაბიშვილმა, რამიშვილმა, ადეიშვილმა ჩაიდინეს პატიმართა მიმართ, მე დამაბრალოს. თუმცა ამას არავინ დაიჯერებს, იქიდან გამომდინარე რომ ამის არანაირი არგუმენტი არ არსებობს", - განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

გოგა ხაინდრავას სახლში უფლებადამცველები იმყოფებოდნენ. ამჟამად ის მეუღლესთან და შვილიშვილებთან ერთად საკუთარ სახლში იმყოფება