ლაშა ტუღუში: არ უნდა მივცეთ საშუალება არჩევნები „ბნელ ოთახში“ ჩაატარონ

ლაშა ტუღუში: არ უნდა მივცეთ საშუალება არჩევნები „ბნელ ოთახში“ ჩაატარონ

გაზეთ „რეზონანსის“ მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის პროცესში ფოტო და ვიდეო გადაღების შესაძლო აკრძალვის შესახებ  From.ge -სთან საუბარში აცხადებს, რომ ქართულმა საზოგადოებამ, ქართველმა ჟურნალისტებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ საკუთარი უფლებები დაიცვან, რათა არჩევნების ჩატარება“ ბნელ ოთახში“ არ მოხდეს.

ტუღუშის შეფასებით, გარდა იმის, რომ ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე, მედიასა და საზოგადოების დიდ პროტესტს გამოიწვევს, თვითონ ამ კანონის მიღებაც ეწინააღმდეგება კანონმდებლობას. „ ეს გადაწყვეტილება მედიის პროტესტს იწვევს. თუ ეს დადგენილება ცესკო-მ მიიღო, ეს ნიშნავს, რომ მას სურს არჩევნების ჩატარება სიბნელეში. მედიის როლი ძალიან მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში პრევენციისთვის, მედია არის ძალიან მაღალი გარანტი იმის, საარჩვენო უბნებზე ბევრი უმსგავსობა არ მოხდება“,-აცხადებს ტუღუში.

 ლაშა ტუღუშის განცხადებით, სწორედ იმიტომ, რომ ეს გადაწყვეტილება სწორედ ცუდის კარგად შეფუთვის მცდელობაა, გადაწყვიტეს ჟურნალისტებს დაუშალონ თავისი მოვალეობის შესრულება.

 „ჟურნალისტები ხულიგნები და ბანდიტები არ არიან. რა, ჟურნალისტები ჩაშლიან საარჩევნო პროცესს? ჟურნალისტები მივარდებიან საარჩევნო ყუთებთან და ხელს შეუშლიან ამომრჩეველს არჩევანის გაკეთებაში? მედია ყოველთვის აკვირდებოდა ამ პროცესს და ახლა რატომ არ უნდა დააკვირდეს“,-აცხადებს ტუღუში.

ტუღუში აღნიშნავს, რომ თუ ცესკო-მ, ეს გადაწყვეტილება  მიიღო, ეს არის არა მარტო მედიის, არამედ საზოგადოების წინააღმდეგაც გადადგმული ნაბიჯი, რადგან მაყურებელს უზღუდავენ ინფორმაციის მიღების საშუალებას. 

„თუ შიგნით კამერა არ იქნა, თუ გადაღებული არ იქნა ფოტო-აუდიო მასალა,   თუ არ იქნა დაფიქსირებული იქ შესაძლო დარღვევები, იქნება იქ „კარუსელი“ ხდება, იქნებ გაყალბებული ბიულეტენები იყრება ყუთებში დარღვევები მოხდა.

 ვიდეოთვალის მოხსნა არ იყო საკმარისი, როგორ გააპროტესტოს დამკვირვებელმა რაიმე დარღვეევა თუ შესაბამისი მტკიცებულება არ ექნება ხელთ?  რატომ არის აკრძალვები იმაზე, რომ ვერ გადაიღებ შესასვლელს, გასასვლელს, ინტერვიუს აღება 3 მეტრის მანძილიდან არ შეიძლება. თუ რომელიმე ჟურნალისტმა დაარღვია იქ წესები, დაატოვებინონ კონკრეტულ ჟურნალისტს საარჩევნო უბანი და მორჩა. გუშინ ჩვენ ცესკო-ს თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილსაც ვუთხარით, რომ ამ გადაწყვეტილების მიღების მცდელობა ძალიან ცუდ ეჭვებს იწვევს“,-აცხადებს ტუღუში.ე

ტუღუშის  განცხადებით, კიდევ ერთი საეჭვო მცდელობა იყო ამ გადაწყვეტილების მიღების გარდა  ისიც, რომ კანონის მიღება ცესკო-მ კვირას საღამოს გადაწყვიტა.“ ჩვენ არ უნდა მივცეთ მათ საშუალება მიიღონ ეს გადაწყვეტილება, რომ ქართულმა საზოგადოებამ, ქართველმა ჟურნალისტებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ საკუთარი უფლებები დაიცვან, რათა არჩევნების ჩატარება “ ბნელ ოთახში“ არ მოხდეს“,-აცხადებს ტუღუში.