„არა ძალადობას“  ბათუმში სტუდენტების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

„არა ძალადობას“ ბათუმში სტუდენტების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

ბათუმში,  შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან სტუდენტების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. საპროტესტო აქციაზე სკანდირებენ - „არა ძალადობას“,  „ვგმობთ გისოსებს მიღმა პატიმართა წამებას“,  „არ შეეგუო“,  „გამოიძიე“, „ სამშობლოს გვიუპატიურებენ“.

სტუდენტების აქციას  სასულიერო პირები,  სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მწერალთა კავშირის წევრები, საზღვაო აკადემიის, ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები შეუერთდნენ.