სტუდენტთა საპროტესტო მსვლელობა დაიწყო

სტუდენტთა საპროტესტო მსვლელობა დაიწყო

თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები საპროტესტო მსვლელობას მართავენ.  მათ კიდევ სხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებიც შეუერთდებიან.

დაახლოებით 16.30 ნახევრისთვის სტუდენტები თავდაცვის სამინისტროსკენ გააგრძელებენ მსვლელობას.  

მსვლელობის მონაწილეთა სიმრავლის მიუხედავად,  სტუდენტები ცდილობენ, რომ ავტომობილების მოძრაობა არ შეაფრეხონ.

აქციის მონაწილეები სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ძალადობის ფაქტებს აპროტესტებენ და დამნაშავეთა დასჯას და იუსტიციის მინისტრის, მთავარი პროკურორის გადადგომას მოითხოვენს. ასევე, სტუდენტები რამდენიმე დღის წინ დაკავებული აქციის მონაწილეების გათავისუფლებასაც ითხოვენ.

საპროტესტო მსვლელობისთვის კონსერვატორიისა და აკადემიის სტუდენტებიც ემზადებიან.

ორივე სახელოვნებო სასწავლებლის სტუდენტები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან გადაინაცვლებენ,  საიდანაც თავდაცვის სამინისტროსკენ მსვლელობა იგეგმება.

ამ წუთებში თსუ-სკენ მიემართებიან სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებიც.