ეკა ბესელია  გოგა ხაინდრავასთან დაკავშირებით, დიპკორპუსს და საერთაშორისო ორგანიზაციებს  რეაგირებისკენ მოუწოდებს

ეკა ბესელია გოგა ხაინდრავასთან დაკავშირებით, დიპკორპუსს და საერთაშორისო ორგანიზაციებს რეაგირებისკენ მოუწოდებს

საარჩევნო ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების“ ფოთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ეკა ბესელია „ამომრჩეველთა ლიგის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის  გოგა ხაინდრავას თხოვნით განცხადებას ავრცელებს.

 „ამ წუთებში დამიკავშირდა გოგა ხაინდრავა. მე, როგორც ადვოკატი,  მის ინტერესებს ვიცავდი 2007 წლის ცნობილი მოვლენების დროს. მაცნობა, რომ ერთი საათია მის სახლთან დგანას უშიშროების მანქანები და რაღაც ოპერაციას ატარებენ.

გოგა ხაინდრავამ მთხოვა შემდეგი სახის განცხადება გამევრცელებინა, რომ ის მიმართავს ამერიკის ელჩს საქართველოში, დიპლომატიურ კორპუსს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, რათა უსწაფესად მოხდეს  რეაგირება ორგანიზაცია „ამომრჩეველთა ლიგის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის და ცნობილი ფილმის „დემოკრატიის შუქურას“ავტორის  მიმართ მიმდინარე პოლიტიკური დევნაზე. გოგა ხაინდრავა ითხოვს ამ ფაქტზე დროულ რეაგირებას“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.