გოჩა ტყეშელაშვილი:   ყველა მამულიშვილს მოვუწოდებ ჩაიხედოს თავის გულში და გააკეთოს სწორი არჩევანი

გოჩა ტყეშელაშვილი: ყველა მამულიშვილს მოვუწოდებ ჩაიხედოს თავის გულში და გააკეთოს სწორი არჩევანი

გადაცემა ეტალონის წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი გახდა. რამდენიმე ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რეიტინგულმა  გადაცემა „ეტალონმა“  ტელეკომპანია „იმედი“ დატოვა. 

„გადავწყვიტე, რომ ყველაზე რეიტინგული გადაცემა „ეტალონის“ ადგილი „იმედზე“ არ იყო და ამიტომ მე მივიღე ეს გადაწყვეტილება და დავტოვე არხი. მე ვიყავი „ქართულ ოცნებაში“ გაერთიანებული ადამიანების გულშემატკივარი. მე დავწერე ოფიციალური განცხადება და ვიქნები ამ თანამებრძოლთა გუნდის ერთ-ერთი წარმომადგენელი.

ბოლო დროს პენიტენციალურ სისტემაში რაც ხდება, ბოლო დროს დადგმულის პექტაკლები, ინდური სერიალები და რაღაც კლიპები, ეს ყოველგვარ ზღვარს სცილდება. ეს არ არის დემოკრატიული ქვეყნის არჩევანი, ეს არ არის ჩემი ქვეყნის, ჩემი სამშობლოს არჩევანი. მე მიმაჩნია, რომ სწორი გზა-ეს არის „ქართული ოცნება“. ყველა მამულიშვილს მოვუწოდებ ჩაიხედოს თავის გულში და გააკეთოს სწორი არჩევანი,-აცხადებს ტყეშელაშვილი.