ლუკა კურტანიძე:   ე.წ ხელისუფლება და მისი ბინძური, ნაძირალა პრეზიდენტი და  მინისტრები, მთელი სიმკაცრით აგებენ პასუხს ერისა და ღვთის წინაშე

ლუკა კურტანიძე: ე.წ ხელისუფლება და მისი ბინძური, ნაძირალა პრეზიდენტი და მინისტრები, მთელი სიმკაცრით აგებენ პასუხს ერისა და ღვთის წინაშე

 კოალიცია „ქართული ოცნების“ ლაგოდეხის  მაჟორიტარობის კანდიდატი ლუკა კურტანიძე სპეციალურ მიამრთავს ავრცელებს, რომელსაც From.ge უცვლელად გთავაზობთ.

„ბატონებო და ქალბატონებო, მართალო და სამშობლოსათვის მებრძოლო საზოგადოებავ ! მე, ელდარ-ლუკა კურტანიძე მთელი ჩემი ცხოვრება, დღემდე, ცრემლითა და სისხლით ვემსახურე და ვემსახურები ჩვენს სამშობლოს, საქართველოს სახელმწიფოებრიობას, მის გამთლიანებას და გაძლიერებას!

25 წელი ვიბრძოლე მსოფლიო არენაზე და მთელ მსოფლიოს ვუდასტურებდი, ჩემი გამარჯვებით, საქართველოს ერთიანობას და აღვნიშნავდი, აფხაზეთში დაბადებული, გაზრდილი შვილი, რომ აფხაზეთი საქართველოს დროშისა და ჰიმნის განუყოფელი ნაწილია. მთელი მსოფლიო აღიარებდა საქართველოს გამარჯვებას და დროშის მაღლა ამართვისას და ჰიმნის აჟღერების დროს, ფეხზე იდგა მსოფლიოს ყველა ერის წარმომადგენელი.

ვამაყობ და ვიამაყებ იმით, რომ სიცოცხლის ფასად ვემსახურე ჩვენს სამშობლოს --საქართველოს!        ეგრეთწოდებული ხელისუფლება და მისი ბინძური, ნაძირალა პრეზიდენტი და  მინისტრები, მთელი სიმკაცრით აგებენ პასუხს ერისა და ღვთის წინაშე; იმ უდანაშაულოდ დახოცილი ადამიანების, ათასობით უკანონოდ დაპატიმრებული, სულამოგლეჯილი, დამცირებული და სულის შეძრამდის გაუსაძლისი ტკივილით სავსე ადამიანების წინაშე...

 ყველა ხელს უწყობს ამ მოღალატე, ბინძურ , ნაძირალა პრეზიდენტს და მის ხელქვეითთ, ისინი ხელს უწყობენ საქართველოს დაქუცმაცებას, ერის გარყვნასა და დაღუპვას. აქედან გამომდინარე, ხმამაღლა ვაფრთხილებ ძალოვანებს, ჩამოშორდით საქართველოს მოღალატეებს და ემსახურეთ ჩვენს ქვეყანასა და ქართველ ერს!

საქართველოს ყველა ღირსეულ მაცხოვრებელს! ვაფრთხილებ, ლუკა-ელდარ კურტანიძე ცოცხალი ამ ნაძირალა მოღალატე ხელისუფლებას, ბოლო ამოსუნთქვამდე შევებრძოლები და სიცოცხლის ფასად მოვუტან გამარჯვებას საქართველოს და მთელს მსოფლიოს დავანახებ იმ ღირსეულ ბრძოლას, რომელიც სამაგალითო იქნება მთელი ერისთვის! ბინძურ ხელისუფალთ ვართხილებ, ჩემი ლიკვიდირებით ან განეიტრალებით, მიიღებთ დაუნდობელ პასუხს 1 ოქტომბერს, როცა მთელი ერი გაგრიყავთ და ყველა ტკივილზე აგებთ პასუხს ღვთისა და კანონის წინაშე“,-ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.