ნინო კალანდაძე: გიგა ბოკერიას არასდროს ჰქონია მიზნად, ამ ვითარებაში მოსკოვში წასულიყო

ნინო კალანდაძე: გიგა ბოკერიას არასდროს ჰქონია მიზნად, ამ ვითარებაში მოსკოვში წასულიყო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უშიშროების საბჭოს მდივნის გიგა ბოკერიას მოსკოვში ვიზიტის შესახებ ინფორმაციას აბსურდულს უწოდებს. როგორც დღეს გამართულ ტრადიციულ  ბრიფინგზე მინისტრის მოადგილე, ნინო კალანდაძემ განაცხადა, ბოკერიას არც არასდროს ჰქონია მიზანი ამ ვითარებაში რუსეთში წასულიყო.

„ვიღაცამ ალბათ, მოიფიქრა და იგულისხმა, რომ ამას რეზონანსული გამოხმაურება ექნებოდა. ინფორმაცია არ დასტურდება, გიგა ბოკერია საქართველოში იმყოფება და არც არასდროს ჰქონია მიზნად, ამ ვითარებაში მოსკოვში წასულიყო", - განაცხადა ნინო კალანდაძემ.

შეგახსენებთ, რომ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გიგა ბოკერია მოსკოვში იმყოფება და რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას მართავს, ჟურნალისტმა ელისო კილაძემ გუშინ გაავრცელა და აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტება მოითხოვა.