შერონ სტოუნს მილანის მოდის კვირეულზე გული წაუვიდა

შერონ სტოუნს მილანის მოდის კვირეულზე გული წაუვიდა

ჰოლივუდის  ცნობილ მსახიობს, შერონ სტოუნს მილანის მოდის კვირეულზე გული წაუვიდა. ის სასწრაფოდ იქნა ჰოსპიტალიზირებული.

როგორც მისი მეგობრები ამბობენ, მსახიობმა გამართული დეფილეს შემდეგ თავი შეუძლოდ იგრძნო და უცებ გონება დაკარგა.  შერონი მსგავსი შემთხვევით ერთხელ უკვე იმყოფებოდა საავადმყოფოში, ეს 2001 წელს მოხდა, როდესაც მსახიობმა ასევე მოულოდნელად დაკარგა გონება.

ექიმებმა შერონს ანევრიზმის დიაგნოზი დაუსვეს და საავადმყოფოდან, რამდენიმე საათში გაწერეს.  ექიმების განცხადებით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა წესრიგშია.

საავადმყოფოს დატოვების შემდეგ, მსახიობმა მონაწილეობა მიიღო საქველმოქმედო აქციაში, რომელიც შიდსის წინააღმდეგ ბრძოლისკენ იყო მიმართული.