მამუკა არეშიძის საარჩევნო შტაბის წევრმა თავდასხმის შედეგად მხედველობა დაკარგა

მამუკა არეშიძის საარჩევნო შტაბის წევრმა თავდასხმის შედეგად მხედველობა დაკარგა

საარჩევნო ბლოკის „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების“ გარდაბნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის  მამუკა არეშიძის ინფორმაციით, საარჩევნო შტაბის უფროსის მოადგილეს, ბუბა დვალს უცნობი პირები თავს დაესხნენ.

მისი ინფორმაციით, დვალს უცნობი პირი სახლის სადარბაზოსთან დახვდა და სახეში გაურკვეველი სითხე, სავარაუდოდ, მჟავა შეასხა. მომხდარის შედეგად დვალმა მხედველობა დაკარგა.

"სახლში მისვლისას, მუხიანში, ბუბა დვალმა საცხოვრებელ კორპუსთან დაინახა "შკოდას" მარკის თეთრი ავტომობილი ტრანზიტული ნომრებით. მან აღნიშნული ფაქტი საეჭვოდ მიიჩნია და ფრთხილად გაემართა სადარბაზოსკენ. სადარბაზოში შესულმა კედლისკენ პირით დაინახა ადამიანი ქალის სილუეტით. ბუბა მას მიუახლოვდა და უნდა ეკითხა, რამე დახმარება ხომ არ სჭირდებოდა. ამ დროს აღნიშნული პიროვნება შემოტრიალდა და ბუბა დვალს სახეში გაურკვეველი ქიმიური ნივთიერება შეასხა, რის შემდეგაც მას თვალები აეწვა და მხედველობა დაკარგა, მოგვიანებით, მან საავადმყოფოში აღიდგინა, რომ თავდამსხმელი სწრაფი ნაბიჯებით გაიქცა, ჩაჯდა ავტომობილში, რომელიც სწრაფად მოწყდა ადგილს. ბუბას ეჭვი აქვს, რომ ეს სწორედ ის "შკოდა" იყო", – განაცხადა არეშიძემ.

ამჟამად, დაზარალებული მძიმე მდგომარეობაშია და მას სამედიცინო