გორში მცხოვრებ 30 პიროვნებას ტელეფონით ემუქრებიან

გორში მცხოვრებ 30 პიროვნებას ტელეფონით ემუქრებიან

გორში მცხოვრებ 30 პიროვნებას, ერთი და იმავე ტელეფონის ნომრით  579703802, უცნობი მამაკაცი უკავშირდება და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს. მათი განცხადებით უცნობი მამაკაცი მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს და მათზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებს. მოქალაქეთა განცხადებით, როდესაც ისინი ცდილობენ ამ ნომერთან დაკავშირებას, ნომერი  გამორთულია.

აღნიშნული ნომრიდან „ინფო9“-ის გორის ჟურნალისტს თამთა ილურიძეს დაუკავშირდნენ და  სამსახურიდან წასვლას აიძულეს.  აღნიშნულთან დაკავშირებით „ინფო 9“-ის გორის ჯგუფის ხელმძღვანელმა სამართალდამცავებს განცხადებით მიმართა და აღნიშნული ნომრის მეპატრონის დადგენა მოითხოვა.