დღეს 12 საათზე „თბილისი მერიოტში“ ჟურნალისტებისა და ცესკო-ს წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართება

დღეს 12 საათზე „თბილისი მერიოტში“ ჟურნალისტებისა და ცესკო-ს წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართება

გაზეთ „რეზონანსის“ მთავარი რედაქტორის ლაშა ტუღუშის განცხადებით, დღეს 12 საათზე კიდევ ერთხელ გაიმართება ჟურნალისტების შეხვედრა ცესკო-ს წარმომადგენლებთან და კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილთან.

„ჩვენ ცესკო-ს წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ მოვთხოვთ არ მიიღონ კანონი  საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის პროცესში ფოტო და ვიდეო გადაღების შესაძლო აკრძალვის შესახებ, რადგან თვითონ ეს კანონი ეწინააღმდეგება საარჩევნო კანონმდებლობას.  ჩვენ ჟურნალისტებს უნდა მოგვეცეს საშუალება, დავაფიქსიროთ საარჩვენო პროცესის მიმდინარეობა,“,-განაცხადა ტუღუშმა.