ცესკო-მ ამომრჩეველთა სიის უბნების მიხედვით დაყოფის პროცესი დაასრულა

ცესკო-მ ამომრჩეველთა სიის უბნების მიხედვით დაყოფის პროცესი დაასრულა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ამომრჩეველთა სიის უბნების მიხედვით დაყოფის პროცესი დაასრულა. ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

განცხადების თანახმად, დაინტერესებულ მხარეებს შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე, საარჩევნო უბნების მიხედვით დაყოფილი სიების მიღება დღეიდან 24 სექტემბრიდან შეუძლიათ.

ცესკოს ინფორმაციითვე, სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიისგან ამომრჩეველთა საბოლოო ერთიანი სია 19 სექტემბერს მიიღეს.

საბოლოო მონაცემებით, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობამ 3 613 851 შეადგინა.