სასჯელაღსრულების დაწესებულებებს პატრული დღეს დატოვებს

სასჯელაღსრულების დაწესებულებებს პატრული დღეს დატოვებს

საპატრულო პოლიცია სასჯელაღსრულების დაწესებულებებს დღეიდან დატოვებს.

როგორც სასჯელაღსრულების მინისტრმა გიორგი ტუღუშმა განაცხადა, სასჯელაღსრულების სისტემა სრულად კონტროლირებადია.

მისი განმარტებით, სასჯელაღსრულების მერვე დაწესებულების პარალელურად ცვლილებები და რეფორმები ყველგან ეტაპობრივად განხორციელდება.

„რეფორმას ფრაგმენტული ხასიათი ნამდვილად არ ექნება და ეს მხოლოდ გლდანის დაწესებულებას არ შეეხება. სისტემაში დღეს არის რამდენიმე ვაკანსია და გაჩნდება გაცილებით მეტი, ვაპირებთ ეს სისტემა ახალი ღირსეული თანამშრომლებით დავაკომპლექტოთ. პატრული სასჯელაღსრულების დაწესებულებებს ტოვებს“ - განაცხადა ტუღუშმა.

ცნობისთვის, საპატრულო პოლიცია პენიტენციალურ სისტემაში 19 სექტემბერსს, მას შემდეგ შევიდა, რაც სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმართა წამებისა და მათზე ძალადობრივი ქმედებების ამსახველი ვიდეომასალა გავრცელდა.