ზაქარია ქუცნაშვილი: ხელისუფლება გრძნობს, რომ რეალურად კარგავს ძალაუფლებას და ამიტომ  ვაბანკზე მიდის

ზაქარია ქუცნაშვილი: ხელისუფლება გრძნობს, რომ რეალურად კარგავს ძალაუფლებას და ამიტომ ვაბანკზე მიდის

კოალიცია „ქართული ოცნების“ თიანეთის მაჟორიტარი დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, წუხელ გვიან ღამე თიანეთის შტაბის აქტივისტი ზურა უშიკიშვილიც  დააკევს მხოლოდ იმის გამო, რომ მან ნაციონალების“ აქტივისტს მოუწოდა, რომ შეეწყვიტა „ქართული ოცნების“ საარჩევნო ბანაერების ჩამოხევა, რომელიც სხვათაშორის საარჩევნო კანონმდებლობით აკრძალულია.  უშიკიშვილი პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს.ხელისუფლება ამ ნაბიჯებით ცდილობს თავისი დემორალიზებულ მხარდამჭერთა მცირე ჯგუფი გაამხნევოს ახალი რეპრესიების ტალღით და ამით თავის მომხრეებს გაუგზავნოს სიგნალი, რომ მე არ წავქცეულვარ, მე ისევ ფეხზე ვდგევარ.

„სამართალდამცევი ორგანოებისთვის წუინააღმდეგობის გაწევა ახალი გამოგონილი ბრალდებაა, რითიც ამ ადამიანებსიდ აპატიმრებას აფორმებენ. დაპატიმრება გაფორმება ხდება ცრუ ბრალდებებით შეთითხვნით. ეს სისტემა მხოლოდ სიცრუესა და ძალადობაზეა დამყარებული. ძალადობას კი, როგორც ვამპირს, გამუდმებით სჭირდება სისხლი ანუ ადამიანების დ აკავება“,-აცხადებს ქუცნაშვილი.

 თიანეთის მაჟორიტარობის კანდიდატის განცხადებით, მიუხედავად იმის, რომ ხელისუფლება კარგად ხედავს ამ ნაბიჯებით რამდენად ზრდის სისტემის მოწინააღმდეგეების რიცხვს, მათ ძალადობის და სიცრუის გარდა სხვა ინსტრუმენტი არ გააჩნიათ.

„ჩვენ საქმე უზნეო და ამორალურ ხელისუფლებასთან გვაქვს. ისინი გრძნობენ, რომ რეალურად კარგავენ ძალაუფლებას და ვაბანკზე მიდიან. ისინი ცდილობენ  ამ დაპატიმრებებით შეუქცევადი წინააღმდეგობების ტალღა შეასუსტონ. ყველაზე მოწყლვადმა ჯგუფმა-პატიმრებმა შიშს დაძლიეს-ისინი ხმამაღლა ასახელებენ მოძალადეთთა სახელებს და გვარებს, ისინი აპროტესტრებენ, ისინი შიმშილობენ. ხელისუფლებამ იფიქრა, რომ თუ პატიმრებმა დაძლიეს შიში, რას იზამენ საპატიმროების გარეთ მყოფი მოქალაქეები,ამიტომ  ცდილობენ რომ ეს შიშის განცდა ისევ დააბრუნონ საზოგადოებაში ამ ათეული დაპატიმრებებით, რაც ბოლო ორი დღე-ღამის განმავლობაში მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის თიანეთშიც განხორციელდა “,-აცხადებს ქუცნაშვილი.