ავიაციის ლეიტენანტი დავით ნემსაძე უარს ამბობს სამხედრო წოდებაზე იქამდე, სანამ პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის საქმეზე ობიექტური გამოძიება არ მოხდება

ავიაციის ლეიტენანტი დავით ნემსაძე უარს ამბობს სამხედრო წოდებაზე იქამდე, სანამ პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის საქმეზე ობიექტური გამოძიება არ მოხდება

"ფეისბუკში" განცხადებას თავად ნემსაძე აკეთებს.

ნემსაძე მოუწოდებს ყველა ოფიცერსა და ჯარისკაცს, თეთრაძის ოჯახს სოლიდარობა გამოუცხადონ. "მე, ავიაციის ლეიტენანტი რეზერვში, დავით ელგუჯას ძე ნემსაძე შეგნებულად უარს ვამბობ ჩემს სამხედრო წოდებაზე მანამ, სანამ არ მოხდება ჭეშმარიტი გამოძიება სამხედრო ავიაციის დაზვერვის პოლკოვნიკის, სერგო თეთრაძის საქმეზე და, შესაბამისად, არ დაისჯებიან ამ ადამიანის ღირსების შეურაცხყოფასა და მკვლელობაში მონაწილე პირები. მოვუწოდებ ყველა ჯარისკაცსა და ოფიცერს, ყველა ღირსების მქონე ადამიანს, სოლიდარობა გამოუცხადონ სერგო თეთრაძის ოჯახს", - აღნიშნულია ნემსაძის განცხადებაში.

#8-ე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმართა წამების კადრების ავტორმა ვლადიმერ ბედუკაძემ "ობიექტივს" განუცხადა, რომ დაზვერვის პოლკოვნიკის, სერგო თეთრაძის მკვლელობის დამკვეთები ახალაია და მეგის ქარდავა არიან.