„მმართველობის“ 10 წელი“.

„მმართველობის“ 10 წელი“.

23 სექტემბერს ლონდონში გაიხსნა ფოტო–გამოფენა სახელწოდებით – „მმართველობის“ 10 წელი“. გამოფენის გაიმართა ინგლისში ქართველ ემიგრანტთა და ორგანიზაცია „ლიბერალური კვალი – საქართველოს“ ძალისხმევით.

ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოში სახელისუფლო ძალადობის ამსახველი ფოტომასალის შეგროვებას ორგანიზება გაუწია საინფორმაციო–ანალიტიკურმა პორტალმა „ფორ.გემ“. ორგანიზატორებს ფოტო–მასალა მიაწოდეს საინფორმაციო სააგენტოებმა „ინტერპრესნიუსი“ და „პირველი“, გაზეთმა „ვერსიამ“, ფოტოგრაფებმა იური მეჩითოვმა, გიორგი აბდალაძემ, გოგა ჩანადირმა, უფლებადამცველმა ნანა კაკაბაძემ.

გამოფენა გაიხსნა რეჟისორ გოგა ხაინდრავას ფილმის „დემოკრატიის შუქურას“ ინგლისურენოვანი ვერსიის ჩვენებით.

ამის თაობაზე დღეს, 24 სექტემბერს, 13 საათზე. „ფორ.გე“–ს პრეს–კლუბში „ფორ.გე“–ს დამფუძნებელი და რედაქტორი გია იაკობაშვილი, ფოტორეპორტიორი იური მეჩითოვი და უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე გამართავენ პრესკონფერენციას. პრესკონფერენციის მსვლელობისას დაგეგმილია ჩართვა ლონდონში მიმდინარე გამოფენიდან.

მისამართი: თბილისი, თაქთაქიშვილი #11 (ყოფილი რიგის ქ.)