ხატისკაცის მეუღლე სიგარეტის გამო დააკავეს?!

ხატისკაცის მეუღლე სიგარეტის გამო დააკავეს?!

"გურია ნიუსის" ჟურნალისტის ნატო გოგელიას ინფორმაციით ნინა ხატისკაცის მეუღლესთან, რომელიც მესტიის პოლიციამ დილით დააკავა, რამდენიმე წუთის წინ ადვოკატი შეუშვეს.

როგორც გვითხრეს, კახა ჟორჟოლიანს, რომელიც "ქართული ოცნების" მესტიის საარჩევნო შტაბის წევრია, ბრალი პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევაში ედება.

ჩვენი ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ, მესტიის საოლქო საარჩევნო კომისიაში ინციდენტი მოხდა. საოლქოს თავმჯდომარემ ჟორჟოლიანის სიგარეტი აიღო, რაზეც ამ უკანასკნელმა საყვედური უთხრა - რატომ აიღე დაუკითხავად ჩემი სიგარეტიო. თვითმხილველების თქმით, სწორედ ამის გამო გამოიძახეს პოლიცია. თუმცა, ჟორჟოლიანის დაკავება, ინციდენტიდან მესამე დღეს მოხდა.