სასამართლომ დაჩი ცაგურიას და ბექა ალადოშვილს  10-დღიანი პატიმრობა შეუფარდა

სასამართლომ დაჩი ცაგურიას და ბექა ალადოშვილს 10-დღიანი პატიმრობა შეუფარდა

შსს-მ უფლებადამცველ  დაჩი ცაგურიას და ბექა ალადოშვილის დაკავების შესახებ განცხადება გაავრცელა.   შსს-ს მტკიცებით,  მათ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს.

"თბილისის საპატრულო პოლიციამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე ორი პირი დააკავა. BMW-ს მარკის ავტომობილის მძღოლმა ელბაქიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე დაარღვია ავტომანქანით მოძრაობის წესები.

წესების   დარღვევის გამო საპატრულო პოლიციამ მძღოლს მოძრაობის შეჩერება მოსთხოვა, თუმცა ის არ დაემორჩილა მოთხოვნებს და მოძრაობა განაგრძო. ამის შემდეგ საპატრულო პოლიციას ავტომობილის იძულებით გაჩერება მოუხდა. მძღოლი და მისი  მგზავრი მოქალაქეები: - დაჩი ცაგურია და ბექარ ალადოშვილი იქცეოდნენ აგრესიულად, მოთხოვნის მიუხედავად არ წარმოადგინეს საბუთები. მათ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს.

ფაქტზე აღძრულია საქმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173 - ე მუხლით. სასამართლომ მათ 10 დღიანი პატიმრობა შეუფარდა", - განმარტავს  შსს.

საქალაქო სასამართლომ დაჩი ცაგურიას და ბექარ ალადოშვილის  უკვე შეუფარდა 10-დღიანი პატიმრობა