დათა ახალაია ირაკლი ოქრუაშვილის მძღოლს გურამ შარაძესავით „გასაღებას“ ჰპირდებოდა

დათა ახალაია ირაკლი ოქრუაშვილის მძღოლს გურამ შარაძესავით „გასაღებას“ ჰპირდებოდა

დათა ახალაია პატიმარ გიორგი ჩიხლაძეს ჰპირდებოდა, რომ მასაც ისევე „გაასაღებდა“, როგორც საზოგადო მოღვაწე გურამ შარაძე „გაასაღა“. ამ განცხადებას ჩიხლაძის ადვოკატი, ედიშერ ქარჩავა ავრცელებს. გიორგი ჩიხლაძე ყოფილი პოლიციელი, ირაკლი ოქრუაშვილის პირადი მცველი, პირადი მძღოლი და ნათლულია.

„მას გააჩნდა ინფორმაცია ოქრუაშვილზე და მოსთხოვეს ამ ინფორმაციის მიწოდება. იმ შემთხვევაში თუ არ მიაწვდიდა, დათა ახალაიამ უთხრა, ხომ იცი რისი გამკეთებელიც ვარო", - განაცხადა ქარჩავამ. ადვოკატის განცხადებით,  დათა ახალაიამ აწამა მისი დაცვის ქვეშ მყოფი.

ედიშერ ქარჩავას განცხადებით, ახალაია წამების თანამედროვე მეთოდებს იყენებდა. „კერძოდ, პატარა ფლაკონით სახეზე სითხე შეასხა, რამაც გაუტკივარება გამოიწვია და ასეთ მდგომარეობაში სცემეს“,-აცხადებს ადვოკატი და აღნიშნავს, რომ  მისი დაცვის ქვეშ მყოფმა ძალიან მძიმე დაზიანებები მიიღო. ქარჩავასვე განცხადებით,  თუ მისი დაცვის ქვეშ 

მყოფის სიცოცხლეს რაიმე საფრთხე შეექმნება, ამაზე პასუხისმგებლობა სასჯელაღსრულების ახალ მინისტრს დაეკისრება.