რატი ამაღლობელი:   ხელისუფლება უარს არ ამბობს თავის ძალადობრივ საქციელზე

რატი ამაღლობელი: ხელისუფლება უარს არ ამბობს თავის ძალადობრივ საქციელზე

საქართველოს  პენ-ცენტრის წარმომადგენლები დღეს გაკეთებული განცხადების შემდეგ ფილარმონიასთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს შეუერთდნენ. 

პენ კლუბის პრეზიდენტმა, რატი ამაღლობელმა საზოგადოებას სიტყვით მიმართა და კიდევ ერთხელ მოუწოდა ყველა ქართველ მწერალს, ჟურნალისტსა და გამომცემელს ქუჩაში გამოსული ხალხის გვერდზე დგომისაკენ. მან შეშფოთება გამოხატა, ხელისუფლების მხრიდან სამართალდარღვევების გაგრძელებაზე და დაჩი ცაგურიას დაკავების ფაქტზეც ისაუბრა:

„ხელისუფლება უარს არ ამბობს თავის ძალადობრივ საქციელზე. ვფიქრობ, საზოგადოებრივი პროტესტი გასაძლიერებელია და იგი პერნამენტულ რეჟიმში უნდა გადავიდეს. არჩევნებამდე მშვიდად უნდა მივიდეთ. მშვიდად, მაგრამ პროტესტის გრძნობითა და განცდით, ეს არის ჩვენი პოზიცია და ყველას მოვუწოდებთ  შემოგვიერთდეს“- განაცხადა რატი ამაღლობელმა.

აქციის მონაწილეებს სიტყვით ირაკლი კაკაბაძემაც მიმართა: „ჩვენ უკან ბოლომდე არ დავიხევთ, მზად იყავით აქციებისთვის, ვაპირებთ ყველა ციხესთან მისვლას, აქციების გამართვას, კონცერტების მოწყობას და ჩვენი პატიმრების გამხნევებას.

 ჩვენ თითოეული მათგანის გვერდში უნდა ვიდგეთ“-განაცხადა კაკაბაძემ და აღნიშნა, რომ აუცილებელია არაძალადობრივი სტატუსის შენარჩუნება, რადგან ხელისუფლება ცდილობს აქციის მონაწილეებს პროვოკატორები შემოაპაროს.