ლევან ჩიტაძე:   ცაგურიასა და ალადაშვილის დაკავება უკანონობაა

ლევან ჩიტაძე: ცაგურიასა და ალადაშვილის დაკავება უკანონობაა

უფლებადამცველის ლევან ჩიტაძის შეფასებით, დაჩი ცაგურია და ბექა ალადაშვილის დაპატიმრება უკანონოდ მოხდა.

მისი თქმით, დაჩი ცაგურია რამდენიმე მეგობართან ერთად სახლიდან ფილარმონიის მიმართულებით მიდიოდა, როდესაც ისინი სამართალდამცავებმა აიყვანეს. ლევან ჩიტაძისთვის უცნობია, სულ რამდენი პირი დააკავეს, თუმცა დანამდვილებით აცხადებს, რომ დაჩი ცაგურია და ბექა ალადაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაიყვანეს.

„ცაგურიასა და ალადაშვილის დაკავება უკანონობაა და მოგიწოდებთ ყველას აქციაზე გამოდით და ეს უსამართლო ფაქტებიერთად გავაპროტესტოთ“, - განაცხადა მან.

ამასთან, ლევან ჩიტაძემ აქციის ყველა მონაწილეს, სიმშვიდისა და აგრესიისგან თავშეკავებისკენ მოუწოდა.

ფილარმონიასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე უკვე რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა, თუმცა, საავტომობილო მოძრაობა მიმდებარე ქუჩებზე შეზღუდული არაა.