ბიძინა ივანიშვილი:  სააკაშვილის ხელისუფლება დევნილებს აქეთ-იქით მიერეკება

ბიძინა ივანიშვილი: სააკაშვილის ხელისუფლება დევნილებს აქეთ-იქით მიერეკება

 "სააკაშვილის ხელისუფლება დევნილებს აქეთ-იქით მიერეკება, ვეტერანებს კი ისე ეპყრობა, როგორც ზედმეტ ბარგს”, - ამის შესახებ კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერის ბიძინა ივანიშვილმა დღეს ზუდგიდში მიმდინარე აქციის მსვლელობისას განაცხადა.

მისი თქმით, ამ ყველაფრით ისინი შეურაცხყოფილები არიან და მათ დაჰპირდა, რომ ხელისუფლებაში მათი მოსვლის შემდეგ ეს ვითარება რადიკალურად შეიცვლება. ივანიშვილი სამართლიანობის აღდგენას დაჰპირდა ასევე ქართველ ვეტერანებს და ჯარისკაცებს.

„სააკაშვილის ხელისუფლება უსახლკაროდ დარჩენილ დევნილებს აქეთ-იქეთ მიერეკება. სწორედ მათი ქმედებებით შეურაცხყოფილმა, სოხუმიდან დევნილმა ნანა ფიფიამ ლტოლვილთა სამინისტროსთან თავი დაიწვა. ეს უნდა შეწყდეს ხალხნო. ამ უღირსობას ბოლო უნდა მოეღოს და ამას 1 ოქტომბერს აუცილებლად დავამთავრებთ. ჩვენ დევნილებს ყველა პირობას შევუქმნით. გპირდებით, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ვეღარავინ გაბედავს, რომ დევნილების ბედი მათ დაუკითხავად ვინმემ გადაწყვიტოს.

ვერავის გაბედავს მათ დამცირებას. ჩვენ ყველას დავუკანონებთ იმ ფართებს, სადაც ახლა ცხოვრობენ. მომავალში კი ჩვენ შევქმნით ისეთ პირობებს, რომ დევნილების პირობები წინსწრებად გაუმჯობესდეს, ვიდრე სხვა დანარჩენი მოსახლეობის. სააკაშვილი ვეტერანებს როგორც ზედმეტ ბარგს ისე ეპყრობა. ამას ბოლოს მოვუღებთ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ადამიანებს დამსახურება არ დაეკარგოთ და ასევე ჯარისკაცებსაც აუცილებლად დავუფასებთ მათ თავგანწირვას. ისინი მხოლოდ და მხოლოდ ხალხს  უნდა ემსახურებოდეს და არა რომელიმე ხელისუფლებას. ხელისუფლება მათ აქეთ უნდა ემსახურებოდეს. ვეტერანებსა და მარჩენალდაკარგულებს შეღავათებსა და ომების ვეტერანთა მკურნალობისა და რეაბილიტაციის სისტემას აღვუდგენთ", - განაცხადა ივანიშვილმა.