ბიძინა ივანიშვილი:   არ დაგვავიწყდეთ, რომ პირველი ოქტომბერი გველოდება

ბიძინა ივანიშვილი: არ დაგვავიწყდეთ, რომ პირველი ოქტომბერი გველოდება

"ყველგან არჩევნებში გამარჯვების სუნი ტრიალებს", - განაცხადა ,,ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ზუგდიდში გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას და ხალხს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა.

,,არ დაგვავიწყდეს, რომ პირველი ოქტომბერი გველოდება. გამარჯვების სუნი ტრიალებს ყველგან. უკვე ვიცით, მაგრამ მაინც დინჯად გავყვეთ და გავიყვანოთ ყველაფერი ბოლომდე. ძალიან ღირსეულად მოვედით თითქმის ერთი წელი გავიდა, რაც პოლიტიკაში მოვედი ძალიან ვფრთხილობდით, ძალიან ცდილობდნენ ქუჩაში გავეყვანეთ, ცდილობდნენ დაეზიანებინათ ჩვენი მხარდამჭერები_ ვერაფერი ვერ მოახერხეს. მოდით ხალხო და ნახეთ რა ხდება საოცრებაა. ემოციებს ვერ ვმალავ. პირველი ოქტომბრისთვის მოვემზადოთ და კარგად გახსოვდეთ პირველ ოქტომბერს არა მარტო ,,ქართულ ოცნებას", კოალიციას უნდა მისცეთ ხმა არჩევნებს მაჟორიტარები იგებენ და არ დაგავიწყდეთ, რომ მაჟორიტარები არიან ძირითადნი",  აცხადებს ივანიშვილი