სამართალდამცავებმა დაჩი ცაგურია და ბექა ალადოშვილი დააკავეს

სამართალდამცავებმა დაჩი ცაგურია და ბექა ალადოშვილი დააკავეს

სამართალდამცავებმა უფლებადამცველი დაჩი ცაგურია და მისი მეგობარი ბექა ალადოშვილი დააკავეს. ისინი  ელბაქიძის ტერიტორიაზე ავტომანქანით მოძრაობდნენ, როდესაც პატრულის თანამშრომლებმა დააკავეს და  გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.

ინფორმაციას ამის შესახებ  „თავისუფალი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, დაჩი ცაგურიას მეგობარი, ჯაბა ჯიშკარიანი ავრცელებს, რომელიც ცაგურიას დაკავებას მისი ბოლოდროინდელი აქტიურობით ხსნის.