ირაკლი ალასანია: სწორედ ზუგდიდიან მოხდება ქართულ-აფხაზური ურთიერთობების დაბრუნება

ირაკლი ალასანია: სწორედ ზუგდიდიან მოხდება ქართულ-აფხაზური ურთიერთობების დაბრუნება

კოალიცია „ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ალასანაია კომბინატის კულტურის სახლში აფხაზეთიდან დევნილებს შეხვდა.  მოქალაქეები გალის რაიონიდან ხურჩისა და ორსანტიის შემოვლითი გზებით გადმოვიდნენ.

 მათი თქმით, შეხვედრაზე წამოსულ მოსახლეობას რუსი და აფხაზი მესაზღვრეების მსგავსად ქართველი მესაზღვრეებიც უშლიდნენ ხელს. აფხაზეთიდან დევნილ მურად აბლოთიას თქმით, ქართულ საგუშაგოზე მათ პირადობის მოწმობები ჩამოართვეს და რეგისტრაციის მიზეზით შეაფერხეს.

ირაკლი ალასანიას განცხადებით, კოალიციის მიზანია სწორედ ზუგდიდიდან მოხდეს ქართულ-აფხაზური ურთიერთობების დაბრუნება.  „მთავარი ამოცანა რაც ჩვენ კოალიციას მიზანად აქვს დასახული, მთავარი, რაც ჩვენ უნდა შევძლოთ, უნდა აღვადგინოთ ჩატეხილი ხიდი. ზუგდიდიდან მოხდება ქართულ-აფხაზური ურთიერთობების დაბრუნება და ქვეყნის გამთლიანება. ეს არის ის მთავარი, რისთვისაც მოვდივართ ჩვენ ხელისუფლებაში და რისთვისაც ბიძინა ივანიშვილმა ეს ნაბიჯი გადადგა და მოვიდა პოლიტიკაში“,-განაცხადა ალასანიამ.

მაჟორიტარობის დეპუტატი ქართულ ციხეებში არსებულ მდგომარეობასაც შეეხო და აღნიშნა, რომ სააკაშვილი, რომელიც ამ წლების განმავლობაში ციხეების რეფორმთ, ქვეყნის წარმატებული და ნომერი პირველი მინისტრით იწონებდა თავს ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, აღმოჩნდა, რომ კოლექტიურ სადიზმთან გვაქვს საქმე.