ბერა ივანიშვილი: დღეს მე სირცხვილი და აღშფოთება არ მაძლევს სიმღერის საშუალებას

ბერა ივანიშვილი: დღეს მე სირცხვილი და აღშფოთება არ მაძლევს სიმღერის საშუალებას

ბერა ივანიშვილი ზუგდიდსა და თბილისში დაგეგმილ კონცერტებს ქვეყანაში არსებულ მდგომარეობის გამო აუქმებ.

 „ჩემო საყვარელო ხალხო! – „მხარეები იყოფა, ვხედავ ორ არჩევანს სიმართლისთვის ბრძოლას ან სიყალბეში დარჩენას“,  დღეს მთელი საქართველო განსაცდელშიაყველა ვისაც კი ადამიანობაზე აქვს პრეტენზია, შოკშიაეს არ არის უბრალოდ ბოროტმოქმედება, ეს კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულია. როცა ადამიანებს საქართველოს ციხეებში აწამებენ, მაშინ დარდის და მოქმედების დროა და არაკონცერტის.

დღეს მე სირცხვილი და აღშფოთება არ მაძლევს სიმღერის საშუალებას. სწორედ ამიტომ ვაუქმებ ზუგდიდსა და თბილისში დაგეგმილ კონცერტებს. მე ჩემს დაპირებას მაინც შევასრულებ, როცა ამის დრო მოვა და ისიც მჯერა, რომ მალე სიმღერით გავამხნევებთ ერთმანეთს. დღეს მე, როგორც რიგით ქართველს მსურს ვიყო იქ სადაც დგანან ჩემი თანატოლები, ჩემი მეგობრები და ჩემი ხალხი.

ვინც ეგუება ბოროტებას ის მისი ღირსია, ჩემო ძმაო, არ მითხრა, რომ ეს ქვეყანა სხვისიაჩემი, შენი, ეს არის ჩვენი ყველას მისიაამვენებში ქართული სისხლია!!!" - დაწერა ბერამ facebook-ის საკუთარ გვერდზე.