ირმა ჭკადუა: ციხის თანამშრომლები პატიმრებს ემუქრებიან, „გავიმარჯვოთ არჩევნებში და ნახავთ რასაც გიზამთო“

ირმა ჭკადუა: ციხის თანამშრომლები პატიმრებს ემუქრებიან, „გავიმარჯვოთ არჩევნებში და ნახავთ რასაც გიზამთო“

ადვოკატ ირმა ჭკადუას ინფორმაციით, გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოჩენებითი სიმშვიდეა და აღნიშნა, რომ ციხის თანამშრომლები პატიმრებს ემუქრებიან, "გავიმარჯვოთ არჩევნებში და ნახავთ რასაც გიზამთო".

როგორც ირმა ჭკადუამ განაცხადა, ამ ციხიდან გუშინ, გამომძიებელმა გია გოროზიამ და პროკურორმა პროკოფი ჭანკოტაძემ მისი შვილი გამოიყვანეს და აიძულებდნენ მასალების ჩაბარებას, რაზეც მისმა შვილმა უარი უთხრა და ამის შემდეგ მას აგინებდნენ.

"შენი მეოცნებე დედაო, აგინებდნენ ჩემს შვილს. პატიმრების მოთხოვნაა სამოქალაქო საზოგადოება იყოს ციხესთან მუდმივად, ასევე მათი ოჯახის წევრებიც იყვნენ 24 საათის განმვალობაში, რაც პატიმრების განცხადებით მათ დაცულობას შეუწყობს ხელს", - განაცხადა ირმა ჭკადუამ.

ამასთანავე ჭკადუამ დაასახელა პატიმრების წამებაში მონაწილე პირები, რომლებიც მისი თქმით, საზოგადოებისთვის ცნობილი არ არის. ესენი არიან ბეშკენაძე ლევანი, ზაზა მარღია, მალხაზ (ქოსა) ღვინიანიძე, რუსლან ჭაავა, ვიღაც ანგო, რომელიც როგორც ჭკადუამ აღნიშნა, პატიმრების თქმით, სისასტიკით არის გამორჩეული, ასევე ზედმეტსახელად ვინმე ცალთვალა და ვინმე ნოდარა.